ასათიანი სოსიპატრე (1872–1971, პარიზი), პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.
ს.-დ. პარტიის წევრი. რევ. მოძრაობაში მონაწილეობის გამო 1905 დააპატიმრეს და ქუთ. ციხეში ჩასვეს. 1907 ციხიდან გაიპარა (ლეო ქიაჩელთან ერთად). 1908-იდან შვეიცარიაში ცხოვრობდა, დაამთავრა ჟენევის უნ-ტის იურიდიული ფაკ-ტი. 1917 თებ. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. იყო ლეჩხუმ-სვანეთის კომისარი. 1918 საქართველოს მთავრობამ ა. დიპლომატიური მისიით გაგზავნა ჯერ უკრაინაში, შემდეგ რუმინეთში. 1919 ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის მდივნად. 1921 თებ-იდან 1933-მდე (საელჩოს გაუქმებამდე) საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო, 1933–47 – „ქართული ოფისის“ დირექტორი, საქართველოს მთავრობის არქივის კომისიის წევრი. დაკრძალულია ლევილის (საფრანგეთი) ქართ. სასაფლაოზე.
თხზ.: მცირე მოგონებანი, «კავკასიონი», 1967; 1968, № 12.
ლიტ.: სოსოპატრე ასათიანი, «კავკასიონი», 1971, № 11, გვ. 1
გ. შარაძე