ასაკიდისთავისწვერი

ასაკიდისთავისწვერი, მწვერვალი ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების ჩელთისა (ალაზნის მარცხ. შენაკადი) და სამურის (დაღესტანი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3046 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. წვერი მობრტყელებული აქვს, კალთები – ციცაბო, შემოსილია ალპ. ბალახმცენარეულით.

დ. უკლება