ასანიძე რუბენ დავითის ძე (დ. 16. III. 1948, სოფ. მერევი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2000), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1977).
1981–83 სწავლობდა საკავშირო შს სამინისტროს აკადემიაში. 1975-იდან მუშაობდა საქართვ. შს სამინისტროს აპარატში, 1979–81 იყო ქუთაისის შს სამმართველოს რაიონული განყ-ბის უფროსი, 1986–90 იყო ჭიათურის შს საქალაქო განყ-ბის უფროსი. 1990–91 – საქართვ. შს სამინისტროს სამძებრო სამმართველოს განყ-ბის უფროსი, 1992–93 – ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს უფროსი. 1993-96 იყო ქუთაისის შს სამმართველოს უფროსი, 1996–2002 – იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსი, 2002 – საქართვ. სამხ. შტაბის უფროსის მოადგილე, 2003–04 იყო საქართვ. შს მინისტრის მოადგილე, 2004-იდან თადარიგშია. 1991 ა-ს მიენიჭა სსრკ შს სამინისტროს დამს. მუშაკის, ხოლო 2001 საქართვ. შსს დამსახურებული მუშაკის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენითა (1998) და ღირსების ორდენით (1995).
ლ. დოლიძე