ასასი (არაბ. ასას – დარაჯი, მოთვალთვალე), საპოლიციო მოხელე ფეოდალურ საქართველოში. თვალყურს ადევნებდა წესრიგს ქალაქში, დარაჯობდა ღამით, მომხდარი ბოროტმოქმედების შესახებ მოახსენებდა ქალაქის მოურავს, რ-საც უშუალოდ ემორჩილებოდა; მოურავი და ქალაქის მოხელეები ა-ებისა და მათი უფროსების – ასასბაშების მეშვეობით ახორციელებდნენ თავიანთ ხელისუფლებას.
წყარო: საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., ტ. 2, ტფ., 1909, გვ. 530.
ლიტ.: Месхиа Ш. А., Города и городской строй феодальной Грузии XVII – XVIII вв., Тб., 1959.
გ. ნადარეიშვილი