ასიმი

ასიმი სეიდ აჰმედ ასიმ ეფენდი (1755–1820), იგივე მ უ თ ე რ ჯ ი მ ა ს ი მ ი , თურქი ისტორიკოსი. მის ორტომიან ისტ. თხზულებაში გადმოცემულია ოსმალეთის ისტორია 1791–1808, კერძოდ, სელიმ III-ის სულთნობის (1789–1807) პერიოდის ოსმალეთის საშინაო და საგარეო ვითარება; ცნობები ჩილდირის ვილაიეთის, დაღესტნის და ჩერქეზეთის, საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიის, თბილისის, ახალციხის შესახებ.

ლიტ.: შ ე ნ გ ე ლ ი ა  ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

ნ. შენგელია