ასლამაზიშვილი სურენ არტემის ძე (3. III. 1914, სოფ. კავთისხევი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 22. XI. 1970, თბილისი), საბჭ. კავშირის გმირი (22. II. 1944), გვარდიის სერჟანტი. 1937–39 წითელ არმიაშია. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდ. კავკასიაში, უკრაინასა და ბესარაბიაში, მონაწილეობდა რუმინ., უნგრ. და ჩეხოსლ. განთავისუფლებაში, იაპ. კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი