ასლან II ჯაყელი, ახალციხის (ჩილდირის) ფაშა 1705–08, 1716–18, სელიმ-ფაშას ძე. სელიმის გარდაცვალების შემდეგ ა. II-თან ერთად საფაშო ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა მისი ბიძაშვილი ისაყ იუსუფის ძე. 1701 ისაყმა შეძლო დაუფლებოდა ტახტს. ა. II ორჯერ ავიდა ტახტზე, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და იძულებული გახდა ახალციხიდან წასულიყო. ამ ბრძოლის პერიოდში ახალციხის მხარე დიდად დაზარალდა.
წყარო და ლიტ. იხ. სტ-თან ასლან I ჯაყელი.
შ. ლომსაძე