ასმაში

ასმაში, მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოების აღმ. კალთაზე, მდ. ტვიბერის (ენგურის აუზი) სათავეში. წარსულში უერთდებოდა ტვიბერის მყინვარს. სიგრძე 4,2 კმ, ფართ. 4,30 კმ². მყინვარის ენა ეშვება 2660 მ სიმაღლემდე. მყინვარი ძლიერ დანაპრალებულია.