ასპუჭაკა (Sylvia), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძეა 12–15 სმ, შეფერილობაში ჭარბობს რუხი, ნაცრისფერი, თეთრი, შავი, წითური ტონალობა; ზოგიერთს შეფერვაში გამოხატული აქვს სქესობრივი დიმორფიზმი; გვარში გაერთიანებულია ევრაზიასა და ჩრდ. აფრიკაში გავრცელებული 17 სახეობა, რ-თა უმრავლესობა გადამფრენია (ზამთრობენ აფრიკასა და სამხრ.-დას. აზიაში). ბინადრობენ ტყისპირებში, ნაირგვარ ტყეებში, ტყეკაფებზე, ჭალებში, ბაღებსა და სხვა ანთროპომორფულ ლანდშაფტებში, ხეობებში; ბუდობენ აპრილ-მაისში (ბუდე ღიაა), დებენ 4–5 კვერცხს; რ-თა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან მწერებით, ობობებით, კენკრით. საქართველოში ბუდობს 5 სახეობა: მ ი მ ი ნ ო ს ე ბ რ ი ა. (S. nisoria), მ ქ ი რ დ ა ვ ი ა. (S. curruca), შ ა ვ თ ა ვ ა ა. (S. atricapilla), რ უ ხ ი ა. (S. communis), მ გ ა ლ ო ბ ე ლ ი ა. (S. hortensis). მიმოფრენისას იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ბაღის ა. (S. borin).
რ. ჟორდანია