ასრიანი აშოტ მინას ძე (დ. 3. III. 1920, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (2. XI. 1944), პოლკოვნიკი. საშ. განათლება მიიღო თბილისში, დაამთავრა მოსკ. საავტ. ტექნიკუმი. II მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთის ფრონტზე გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი