ასტამი

ასტამი, რკინის ბრტყელი, ფართოპირიანი პატარა ნიჩაბი, რ-საც აქვს გრძელი, დაგრეხილი ტარი. ხმარობენ პურის ცხობისას. იხსენიება „შუშანიკის წამებაში“. ვარცლის ა-ით (ხოწი) ვარცლიდან ცომს ფხეკენ, თონის ა-ით გამომცხვარი პურის თონიდან ამოღებისას მიმწვარს ჩაფხეკენ. კერის ა-ით კი კერიდან ღველფს იღებენ და თავდახურულ კეცს აყრიან. ა-სა და საკეცეს „ნაწილიან“ (წმინდა) საგნებად თვლიდნენ და ქალებს მზითვად ატანდნენ. ოჯახის ახ. დიასახლისისათვის ა.-საკეცის გადაცემის რიტუალი ბარბარობას სრულდებოდა.

ნ. რეხვიაშვილი