ასტვაცატუროვი არკადი იაკობის ძე [20. VI (3. VII). 1910, ქარელი, – 5. VI. 1975, თბილისი], მეცნიერი, სამშენებლო მექანიკის სპეციალისტი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1967). 1937-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში სამშენებლო მექანიკის კათედრაზე. ა-ის შრომები ეხება თაღოვან სისტემათა სიმტკიცისა და მდგრადობის თეორიის საკითხებს.
თხზ.: სამშენებლო მექანიკა, ნაწ. 1 – 3, თბ., 1954 – 63; Расчет мостовых арок с вертикальными и наклонными подвесками, М., 1952.