ასტრახანის ქართველ მოღვაწეთა პანთეონი, საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც 1737 წ. 30 მარტს ქართლის მეფე ვახტანგ VI ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძარში დაკრძალეს. 1750 ამავე პანთეონში დაასაფლავეს ვახტანგის თანამებრძოლი, არქიეპისკოპოსი იოსებ სამებელი (ქობულაშვილი), 1752 – მწერალი და კულტურის მოღვაწე მიტროპოლიტი რომანოზი (ერისთავი), 1762 – თეიმურაზ II, შემდეგში – მწერალი და მოგზაური, მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი, ასტრახანის არქიეპისკოპოსი გაიოზ რექტორი. ქართველი საზ-ბა ყურადრებით ეკიდებოდა ა. ქ. მ. პ-ს. 1907 პანთეონი ინახულა და აღწერა მწერალმა ჭ. ლომთათიძემ. XVIII ს. 30-იანი წლებიდან ქართ. კულტურის ძეგლებისადმი ინტერესი გაიზარდა. ამ საბაბით ისარგებლეს და უნებართვოდ გახსნეს ვახტანგ VI-ის აკლდამა. 1971 ყოფ. სსრკ კულტურის სამინისტროს არქეოლ. ექსპედიციამ ასტრახანის მიძინების ტაძრის რესტავრაცია ჩაატარა. აკლდამები გახსნეს და ნეშტი კედლებში ჩაასვენეს. 1983 ტაძრის ზედა სართულზე დადგეს ძეგლი ქართველ მოღვაწეთა პატივსაცემად.
ლიტ.: პაიჭაძე გ., ჯაფარიძე ვ., ქართული ისტორიული ძეგლები ქ. ასტრახანში, თბ., 1974.
ფ. სიხარულიძე