ასურეთისხევი

ასურეთისხევი, მდინარე ქვემო ქართლში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, ალგეთის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 15 კმ, აუზის ფართ. 38 კმ2. სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე (სამადლოს მთაზე). საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულის ბოლოს.

ი. აფხაზავა