ატაბე

ატაბე,  სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ხევსურეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ხევსურეთის არაგვის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1880 მ, დუშეთიდან 98 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს.

სოფლის სამხრ-ით, ტყეში მდებარეობს საკულტო კომპლექსი კვირაის ჯვარი, რ-იც შედგება ოთხკუთხა, მშრალად ნაგები, თუნუქით გადახურული შენობისა და ასევე მშრალი წყობით ნაშენი ყრუ კოშკისაგან. შენობას კარი დასავლეთის კედელში აქვს დატანებული, ჩრდილოეთის კედელში ორი მომცრო ზომის სარკმელია გაკეთებული. შენობა და კოშკი ადრინდ. საკულტო კომპლექსის ნანგრევებზეა აშენებული. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით , ნანაყის გორაზე შუა საუკ. ქვის სამარხებია.