აგლაძე გოგოთურ დავითის ძე (15. IX. 1930, თბილისი, –31.XII. 2013, იქვე), აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ დოქტორი (1976), პროფესორი (1978), საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1990).
1953 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი. 1959–63 იყო საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტის მდელოსნობის განყ-ბის უფროსი მეცნ. თანამშრომელი, 1963– 72 – ამავე განყ-ბის გამგე, 1975-იდან – აღნიშნული ინ-ტის რექტორი, 1991-იდან – საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი. ა-ის მეცნ. კვლევის ობიექტია საქართვ. ბუნებრივი საკვები სავარგულების თანამედროვე მდგომარეობა. შეისწავლა და დაადგინა ამ სავარგულების გაუმჯობესებისა და გამოყენების ღონისძიებები. საქართველოში პირველად შეიმუშავა სათიბ-საძოვრების გამოყენების და განოყიერების სისტემა. მისი მონაწილეობით შეიქმნა ახ. საკვები პრეპარატი ბროილერებისათვის (საქართვ. სახელმწ. პრემია, ჯგუფთან ერთად, 1981). შეიმუშავა ცხოველთა საკვებად სხვადასხვა ნარჩენის გამოყენების ახ. ტექნოლოგია. მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა საკვები ბაზის ორგანიზაციის, საკვების გადამუშავების და გამოყენების სფეროში. ა. იყო საქართვ. სოფ. მეურნ. სამეცნ.-ტექ. საზ-ბის გამგეობის თავ-რე, რუსეთის სოფ. მეურნ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988), საერთაშ. კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საქართველოს მთის სათიბ-საძოვრების განოყიერება, თბ., 1980; Горные пастбиша и сенокосы Кавказа, Тб., 1987 (თანაავტ.: А. А. Зотов).
კ. კაპანაძე