აგლაძე რაფიელ ილიას ძე [16 (29). XII. 1911, თბილისი, – 17. IV. 1989, იქვე], ელექტოქიმიკოსი და ელექტრომეტალურგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946). ტექ. მეცნ. დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1963). საქართვ. დამს. გამომგონებელი.
დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1935), მოსკოვის დ. მენდელეევის სახ. ქიმ.-ტექნოლ. ინ-ტის ასპირანტურა (1938). საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის პროფესორი 1944-იდან და ელექტროქიმ. წარმოებათა ტექნოლ. კათედრის გამგე (1944–85). საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი (1947 – 51), საქართვ. მეცნ. აკად. ლითონისა და სამთო საქმის ინ-ტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1944–51), გამოყენებითი ქიმ. და ელექტროქიმ. (ამჟამად რ. აგლაძის სახ. არაორგ. ქიმ. და ელექტროქიმ.) ინ-ტის დამაარსებელი და დირექტორი (1956– 60), ამავე ინ-ტის ელექტროქიმ. და ელექტრომეტალ. განყ-ბის გამგე (1956-იდან), საქართვ. მეცნ. აკად. სამეცნ. ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკის“ გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი (1949–51). ა-ის ხელმძღვანელობით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში დაინერგა ზესუფთა ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი. ამ სამუშაოსათვის ა-მ სსრკ სახელმწ. პრემია მიიღო (1943). რუსთავის ქიმ. ქ-ნაში მან დანერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინ. მეთოდი (სსრკ სახ. მეურნ. მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1962). პ. მელიქიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1977). სსრკ II და III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მანგანუმის ელექტროქიმია, თბ., 1956 – 80; გამოყენებითი ელექტოქიმია, თბ., 1973 (თანაავტ. ნ. ჰოფმანი); იონურ ლღობილთა ელექტრომეტალურგია, თბ., 1983 (თანაავტ. ა. ავალიანი); Прикладная электрохимия, М., 1984 (თანაავტ.).
ლიტ.: რაფიელ აგლაძე (1911 -1989). ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1991.