არაგონი (Aragon) ლუი (3. X. 1897, პარიზი, – 24. XII. 1982, იქვე), ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საფრ. კომპარტიის წევრი 1927-იდან. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს წევრი, „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშ. ლენინური პრემიის ლაურეატი (1957). პრაღისა და მოსკ. უნ-ტების საპატიო დოქტორი.
ა. იყო „ფრანგ გამომცემელთა გაერთიანების“ დირექტორი და მისი უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა ქართვ. მწერალთა თხზულებების თარგმნა-გამოცემა. 1930 იყო სსრკ-ში. 1956 ა-მა ორ წიგნად გამოაქვეყნა „საბჭოთა ლიტერატურები“, რ-შიც შეიტანა სსრკ ხალხთა ზღაპრებისა და მოთხრობების თარგმანები და წაუმძღვარა ვრცელი შესავალი წერილი. მეორე წიგნში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ძვ., ახ. და უახლესი ქართ. ლიტ-რის საკითხებს, განსაკუთრებით XX ს. ქართ. მწერლობის მიმოხილვას. აქ წარმოდგენილია გ. აბაშიძის ბიოგრ. ცნობები და ლექსები, გ. ლეონიძის ლექსები და პოემა „ფორთოხალი“, გ. ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, პ. იაშვილის, ტ. ტაბიძის, შ. დადიანის, ნ. ლორთქიფანიძის, ს. შანშიაშვილის, ა. აბაშელის და სხვათა შემოქმედების მიმოხილვა. ქართ. ლიტ-რას დიდი ადგილი დაეთმო ა-ის მიერ გამოცემულ წიგნში „პარალელური ისტორია“ (1962).
მისი წინასიტყვაობით გამოვიდა საბჭ. ლიტ-რისადმი მიძღვნილი „რჩეული მოთხრობების კრებული“. მისივე ინიციატივით ითარგმნა და გამოიცა კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“. ა-ის რომანში „ბაზალეთის ზარები“ გამოყვანილია მშვენიერი ქართვ. ქალი კატერინა სიმონიძე.
გ. ბუაჩიძე