არანი, არ-რანი (ქართ. წყაროებით – რანი, არანი, სომხ. – რანი, სირ. – არანი, ბერძნ. – არიანია), კავკასიის ალბანეთის (იხ. ალბანეთი კავკასიისა) ტერიტორიის აღმნიშვნელი არაბიზებული სახელწოდება.
IX–X სს. და მომდევნო საუკუნეების წყაროების მიხედვით ა. მოიცავდა მდ. მტკვრისა და მდ. არაქსის შუამდინარეთის ველის რ-ნს (ახლანდ. მილის ველი), ქ-ებით: ბარდა, განჯა, ბაილაყანი (პაიტაკარანი). „არანიდან“ წარმოდგება ადგილ. მმართველთა დინასტიური ტიტული „არანშაჰი“.