არველაძე ოთარ მიხეილის ძე (დ. 17. XII. 1934, თბილისი), არქიტექტორი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1959). 1959-იდან მუშაობდა საპროექტო ინ-ტებში: 1966 – 78 – „თბილქალაქპროექტში“, 1978-იდან – თბილისის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის და ქალაქის მთავარი არქიტექტორის პირველ მოადგილედ. ავტორია ქალაქთგეგმარებითი განხორციელებული პროექტებისა: ორიოლისა და კურსკის ოლქების (რუსეთი) მრავალი სოფლის, დასახლ. პუნქტის, რაიონული ცენტრის გენგეგმები; თბილისის დიდუბის რ-ნის (1962; გ. შავდიასთან ერთად), „ლოჭინის“ (1973; გ. შავდიასთან ერთად), ზემო ვეძისის, ვარკეთილის (1977; ე. თევზაძესთან, ი. მაჭარაშვილთან, გ. შავდიასთან ერთად) და სხვ. დეტალური დაგეგმარება, მასვე ეკუთვნის რამდენიმე მიკრორაიონის, მოედნის ქუჩის, სატრანსპ. კვანძის დაგეგმარება-განაშენიანება (ავტორთა კოლექტივებთან ერთად).
ს. კინწურაშვილი