არზი-მემლექეთი (არაბ. არდ - მიწა და მამლაქათ - ქვეყანა), ფეოდალური მიწთმფლობელობის ძირითადი ფორმა შუა საუკ. ოსმალეთში. ა.-მ-ის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სამხ. საკარგავები (თიმარი და ზეამეთი), რ-ებსაც სალაშქრო მოვალეობის შესრულების პირობით აძლევდნენ სულთნის მხედრებს - სიფაჰიებს. ა.-მ-ის მთელი ფონდი სახელმწიფოს საკუთრებას შეადგენდა და ოსმ. სამხ. ფეოდ. სისტემის მატერ. საფუძველს ქმნიდა. მისი ძირითადი წყარო დაპყრობილი ქვეყნების მიწები იყო. ა.-მ. ოსმ. ხელისუფლებამ მესხეთშიც შემოიღო (დაპყრობის შემდეგ). ოსმ. პირობითი მიწათმფლობელობის დანერგვა განვითარებულ ქართ. ფეოდ. საზ-ბაში რეგრესული მოვლენა იყო.
ვ. ჩოჩიევი