არზუმანოვი ლევან შახბაზის ძე (25. II. 1910, თბილისი, _ 28. X. 1975, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961).
1927-იდან მუშაობდა კინემატოგრაფიაში, თავდაპირველად კინომექანიკოსად, ოპერატორის ასისტენტად, მეორე ოპერატორად, ხოლო 1937-იდან დამოუკიდებლად იღებდა დოკუმენტურ და სამეცნ.-პოპულ. ფილმებს: „ალექსი სტახანოვი საქართველოში“ (1939), „აყვავებული აფხაზეთი“ (1941), „კავკასიის დასაცავად“ (1942), „ფეხბურთი თეირანში“ (1944), „მცხეთის სიძველენი“ (1946), „ვლადიმერ მაიაკოვსკი საქართველოში“ (1953), „ურღვევი მეგობრობა“ (1956), „მზიური აჭარა“ (1958), „ღირსეული ცვლა“ (1960), „ჩვენ ვიცავდით კავკასიას“ (1963), „მემკვიდრენი“ (1968) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ა. გვენცაძე