ართვინის ხიდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დაახლ. X ს. I ნახ. ხიდი მდ. ჭოროხზე. მაღალხარისხოვანი დუღაბითა და უხეშად დამუშავებული ქვით ნაგები, ფილაქნით მოკირწყლული ერთთაღიანი ხიდი გათვალისწინებული იყო ქვეითად და ცხენით მოსიარულეთათვის. შუა ნაწილში მოაჯირები ჰქონდა, ხიდის დასაწყისში, ქალაქის მხრიდან, კოშკი იდგა. მსუბუქი და ჰაეროვანი ნაგებობა გამოირჩეოდა სიმტკიცით. ააფეთქეს 1893 ახ. რკინის ხიდის აშენებასთან დაკავშირებით.
ლიტ.: კვეზერელი-კოპაძე ნ., საქართველოს ძველი ხიდები, თბ., 1972.