ართმელაძე დავით (ტიტე) ადამის ძე (1. II. 1865, სოფ. ქვიანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, –. 1938), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917 გენერლობა მიანიჭა რუსეთის დროებითმა მთავრობამ ), ქართ. არმიის გენერალი (1920). დაამთავრა თბილისის სამხ. სასწავლებელი. მონაწილეობდა I მსოფ. (1914-18) ომში. მსახურობდა ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში. 1917 მეთაურობდა 127-ე ქვეით დივიზიას. დააარსა სამხ. კურსები ჯარისკაცებისათვის ქუთაისში, ფოთსა და ოზურგეთში. 1918-21 მსახურობდა ქართ. არმიაში, ჯერ იყო მე-2 ქვეითი ბრიგადის, ქართ. კორპუსის I დიივიზიის, შემდეგ მე-2 ქვეითი დივიზის მეთაური, სამხ. საბჭოს წევრი. 1919 ხელმძღვანელობდა კულტ.-საგანმანათლებლო მუშაობას ქართ. ჯარში. 1918 და 1921 იყო ჩრდ.-დას. (გაგრა-სოხუმის) ფრონტის სარდალი დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. წმ. გიორგის იარაღით.
მ. გოგიტიძე