ართხმოს სამაროვანი, ფეოდალური ხანის ძეგლი სოფ. ართხმოში (ყაზბეგის მუნიციპ.), სოფ. სნოს სამხრ.-აღმ-ით. გათხარეს XIX ს. 80-იან წლებში (ფ. ბაიერნი). გამოვლინდა კოლექტ. ქვის სამარხი, რ-შიც მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს ორნამენტირებული სამაჯური, საკინძები, ბეჭდები, ღილები, მოჭიქული ავგაროზი, რომბისებრი ფორმის გრძელმასრიანი რკინის ისრისპირები. ეს უკანასკნელი ქართლში (ურბნისი, დმანისი) აღმოჩენილი ანალოგიური მასალის მსგავსია.
ლ. წითლანაძე