არანისი

არანისი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა მთიანეთის რეგიონი), არაგვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1000 მ, დუშეთიდან 13 კმ. 70 მცხ. (2014).

სოფელშია II მსოფლიო ომის გმირის ზ. ხიტალიშვილის სახლ-მუზეუმი.

ა. ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია, დასახლებულია ბრინჯაოს ხანიდან. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ა-ს ისტ.-გეოგრ. მხარეს – ბაზალეთ-არაგვისპირს მიაკუთვნებს. ა. XV–XVIII სს-ში შედიოდა არაგვის საერისთავოს შემადგენლობაში და აზნაურ ზანდუკელთა რეზიდენციას წარმოადგენდა. აქ აღმოჩნდა გვიანდ. ანტ. ხანის „არმაზული ტიპის“ არქეოლ. მასალა, რის საფუძველზეც მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იმ ხანაში ა. წარმოადგენდა არაგვის ხეობის მესვეურთა ერთ-ერთ რეზიდენციას. 1804 აღწერით ა-ში 23 კომლი ცხოვრობდა. 1865 ა. იყო თბილ. მაზრის დუშეთის უბნის სასოფლო თემის ცენტრი, ცხოვრობდა 44 კომლი.

ჯ. გვასალია