"არირა" ქართული ხალხური ცეკვა, „ქართულის“ სამეგრელოში გავრცელებული თავისებური ვარიანტი. „ა.“ „ქართულის“ მსგავსად წყვილთა ცეკვაა და სატრფიალო ხასიათს ატარებს. იგი ხშირად შეცილების ანუ „წართმევიას“ (ასეც უწოდებენ მას) სახით სრულდება (ქალი ქალს ეცილება, ვაჟი – ვაჟს). მოცეკვავის (ქალის ან ვაჟის) გამოსაწვევად იყენებენ ბაღდადს ან ძვირფასი ქსოვილისაგან შეკერილ, ოქრომკერდით მოქარგულ ბურთს. მონაწილე ცეკვაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰაერში ასროლილ ბურთს ან ბაღდადს დაეუფლება. „ა.“ სრულდება დაირისა და სამხმიანი სიმღერის „არირას“ თანხლებით. სიმღერა კუპლეტური აღნაგობისაა და ოსტინატურ ბანს ემყარება. გარკვეული ტექსტი არა აქვს, სრულდება შორისდებულებზე. სიმღერის მუს. ზომაა 4/4.
ა.თათარაძე
ო. ჩიჯავაძე