არისტარქე კოლხის დრაქმა, ვერცხლის მონეტა (საშ. მასა 3,25–3,75 გ), მოჭრილი კოლხეთის მმართველის არისტარქეს სახელით ძვ. წ. 52–51. ავერსზე გამოსახულია გვირგვინიანი მამაკაცი არისტარქე ან ჰელიოსი თუ პომპეუსი, რევერსზე გვირგვინიანი ქალღმერთი — ტიქე ან ფასიანე და ბერძნ. ზედწერილი: „არისტარქესი [რომელიც] კოლხეთში მმართველობდა [წელსა] თორმეტსა“.
ლიტ.: კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969.
გ. დუნდუა