არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, რ. აგლაძის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი ინ-ტი.
დაარსდა 1956, ყოფ. ლითონისა და სამთო საქმის ინ-ტის 4 ქვედანაყოფის: ელექტროქიმ. განყ-ბის, ღარიბი მადნების გამდიდრებისა და მინერ. სასუქების ტექნოლ., კოქსქიმ, სილიკატების ტექნოლ. ლაბორატორიების ბაზაზე. 1963-მდე იწოდებოდა გამოყენებითი ქიმ. და ელექტროქიმ. ინ-ტად. ინ-ტში 15 სამეცნ.-კვლ. ქვედანაყოფია - ელექტროქიმ. და ელექტრომეტალ. თეორ. კვლევის განყ-ბები და ლაბორატორიები: პიროგენული პროცესების, ღარიბი მადნების გამდიდრებისა და მინერ. სასუქების ტექნოლ., რადიაციული ქიმ., თერმოქიმ., დენის წყაროების ელექტროქიმ. სისტემების, დენის წყაროების აქტ. მასალების ტექნოლ., გამლღვალი მასების ელექტროლიზის, იშვიათი ელემენტებისა და მათი ნაერთების ტექნოლ., არაორგ. ნივთიერებათა სინთეზისად აკატალიზის, სუფთა არაორგ. ნაერთთა, ელექტროქიმ. კინეტიკის, ანალიზური ქიმ., ქიმ. და ქიმ. ტექნოლ. ისტორიის. არის აგრეთვე საპატენტო-საინფორმაციო განყ-ბა და სამეცნ. ბ-კა (176 ათ. ბიბლიოთეკური ერთეული).
ინ-ტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, მუშაობს 100-ზე მეტი ქიმ. მეცნ. კანდიდატი, 13 მეცნ. დოქტორი, მ. შ. საქართვ. მეცნ. აკად. 3 წ.-კორ. ინ-ტის მეცნ. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მანგანუმისა და მისი ნაერთების ქიმია და ელექტროქიმია, ქიმ. თერმოდინამიკა, ელექტროქიმ. და ქიმ. კინეტიკა, რადიაციული ქიმია, ადგილ. მინერ. ნედლეულის ქიმ. დამუშავება, არაორგ. ნაერთთა ქიმია და ტექნოლოგია, კატალიზი.
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინ-ტს რესპუბლიკაში სამეცნ.-ტექ. პროგრესის დაჩქარების საქმეში. აქ შემუშავებული ტექნოლ. პროცესები დანერგილია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა წარმოებაში (ყოფ. სსრკ-ში პირველად საქართველოში ამუშავდა ლითონური მანგანუმის, კალიუმპერმანგანატისა და ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდის საწარმოები). ინ-ტს სამეცნ. და შემოქმედებითი ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის ქვეყნების მრავალ სამეცნ. ცენტრსა და წარმოება-დაწესებულებასთან. დიდი ყურადღება ექცევა სამეცნ. კადრების მომზადებას. ინ-ტთან მოქმედებს სადოქტორო და საკანდიდატო ხარისხების მინიჭებელი სპეც. საბჭო. უმაღლეს სასწავლებლებთან უშუალო თანამშრომლობით ინ-ტი აქტიურად მონაწილეობს რესპ. ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებაში. სისტემატურად აქვეყნებს მონოგრაფიებს, თემატიკურ კრებულებს და სტატიებს. გამოიცა „მანგანუმის ელექტროქიმიის“ 9 ტომი (1956 – 80), „გოგირდნაერთების რადიოლიზის“ 7 ტომი (1967 – 82) და რამდენიმე ათეული ორიგინალური მონოგრაფია.
რ. ჩაგუნავა