დალიდაღი, მთა ჯავახეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში, სიმაღლე ზ. დ. 2914 მ.
აგებულია პლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ლავებით. წვერი გუმბათისებრია, კალთები – დანაწევრებული და სამი მხრივ (გარდა სამხრეთისა) საკმაოდ ციცაბო. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.
დ. უკლება