„არკოს“

„არკოს“ (აბრევიატურა – All Russian Cooperative Society Limited), სააქციონერო სავაჭრო საზოგადოება ლონდონში. დააარსა რუს. კოოპერაციულმა დელეგაციამ 1920, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანია. ფაქტობრივად იგი წარმოადგენდა რუს. საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციას და ახორციელებდა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს. ა-ს თავისი წარმომადგენლობა ჰყავდა მოსკოვში, პეტროგრადში, თბილისსა და ბათუმში. თავისი არსებობის განმავლობაში ა-ს მეშვეობით ბრიტანეთსა და საბჭ. რუსეთის შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 100 მლნ. ფუნტი სტერლინგი შეადგინა. საქართველოდან ექსპორტირებული იყო ძირითადად მანგანუმის პროდუქცია. 1927 წ. 12 მაისს ინგლ. პოლიციასთან კონფლიქტის გამო, რ-იც თავს დაესხა ა-ს და საბჭ. სავაჭრო წარმომადგენლობას, ინგლისსა და ყოფ. სსრკ-ს შორის დიპლ. ურთიერთობა შეწყდა. საზ-ბა დაადანაშაულეს სამხრ. ჯაშუშობასა და დივერსიულ საქიანობაში ბრიტანეთსა და ჩრდ. და სამხ. ამერიკაში. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემდეგ 1929 საზ-ბამ, შედარებით მცირე მასშტაბით, კვლავ განაახლა მუშაობა.