დალოცვა

დალოცვა, ხალხური პოეტური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი. უკავშირდება საწესჩვეულებო, საკულტო-რიტუალურ ტექსტებს.

მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა საქორწინო და სუფრული დ-ები, რ-ებსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა მესტვირეთა რეპერტუარში. მესტვირული დ. უმთავრესად შაირის სალექსო საზომზეა აგებული.

მაგ.: „უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანი, ხარი-კამეჩი გუთნებით, ურმები სავსე ძნიანი. იმყოფებოდე ხალხმრავლად, დედ-მამა-რძლიან-ძმიანი, ლამაზი შემოგეყვანოს–მშვენიერი და ჭკვიანი".

ლიტ.: ქართული ხალხური პოეზია თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1979.

ჯ. ბარდაველიძე