„არ მომიპარავს“...

„არ მომიპარავს...“, ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუს. ფოლკლორის დასავლური შტოს ტიპური ნიმუში. მხიარული, ცოცხალი სიმღერაა; მღერის 3 ხმა, ხშირად გიტარის თანხლებით. პოპულარულია XX ს. 20–30-იანი წლებიდან. ტექსტი ხალხურია.

ლიტ.: ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები, შემდგ. ა. მშველიძე, თბ., 1970.

ნ. ციციშვილი