არნადი

არნადი, კალოს იარაღი, ერთი მეორეზე ძგიდეებით მიმაგრებული ორი ფიცარი, შუაში ტარი უკეთდებოდა, იყენებდნენ ბზის და ხვავის ერთ ადგილზე მისახვეტად. დიდი ზომის ა-ს ზოგჯერ ბორბლებს უკეთებდნენ.

გ. ჯალაბაძე