არნაუტი

არნაუტი, არნაბუდი, არნაუდი: 1. ბალკანეთის ალბანელების თურქული სახელწოდება. შუა საუკუნეებში ალბანელებმა თავი ისახელეს სამშობლოს თავისუფლებისათვის თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ა. თურქ. ენაში ზოგადი ცნების აღმნიშვნელ სიტყვად იქცა. XVI ს-იდან თურქი მემატიანეები ა-ს უწოდებდნენ ქართველებსაც, რ-ებიც ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქ დამპყრობლებს. მაგ., ი. ფეჩევი 1548–49 ამბების თხრობისას წერს: „ქართველ არნაბუდთაგან რამდენიმე ათასი წყეული მოულოდნელად დაესხა თავს არზრუმის ბეგლარბეგს მუსა-ფაშას, მოკლა იგი და კიდევ ბევრი ისლამის სარწმუნოებისათვის მებრძოლი გმირი გაუყენა სამარადისო ბედნიერების (სამოთხის) გზას“; 2. ა-ს ქართლში უწოდებდნენ კერპ, თავნება, ჯიუტ კაცს.

წყარო: იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964.

ლიტ.: Ч о ч и е в  В. Г., К толкованию термина «арнарут» (по поводу одной ошибки Хамерра), «აღმოსავლური ფილოლოგია», 1972, [ტ.] 2.

ვ. ჩოჩიევი