არსენ II, X ს. საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ქართლის კათოლიკოსი ყოფილა დაახლ. 955–980. აღუწერია ასურ. მამათა – იოანე ზედაზნელის, ისე წილკნელის და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზ. „ასურელ მამათა ცხოვრებათა“ მოკლე რედაქციაა; თავდაპირველი სახით მას ჩვენამდე არ მოუღწევია. XI–XII სს-ში იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ. სწორედ ამ რედაქციებს შემოუნახავთ ცნობა ა. II-ის ავტორობაზე.
თხზ. იხ.: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
შ. ონიანი