არსენალის მუშათა გაფიცვა 1869, სამრეწველო მუშათა ერთ-ერთი პირველი გაფიცვა საქართველოში, თბილისში. არსენალის მუშები მოითხოვდნენ ხელფასის გადიდებასა და სამუშაო დღის შემცირებას. მთავრობამ გაფიცვის მონაწილე ყველა მუშა წარმოებიდან დაითხოვა.
ლიტ.: კიკვიძე ა., მუშათა მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში. 1870–1901 წწ., თბ., 1945.