არსენიშვილი ალექსანდრე (ალი) ილიას ძე

არსენიშვილი ალექსანდრე (ალი) ილიას ძე (1892, სოფ. დაბაძველი, ახლანდ. ტყიბულის ზონა, – 14. XI. 1939, თბილისი), კრიტიკოსი და მთარგმნელი. დაამთავრა მოსკ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1913-იდან რუს. და ქართ. პრესაში აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს. 1918 მიემხრო „ცისფერყანწელები|„ცისფერყანწელებს“. 30-იანი წწ. დასაწყისში იმ დროის ოფიც. ესთეტ. პოზიციაზე დადგა. ა-ის წერილებში, რ-ებიც გამოირჩევა ერუდიციითა და გემოვნებით, განხილულია ქართვ., რუსი და უცხ. მწერლების შემოქმედება, ესთეტ. საკითხები. მასვე ეკუთვნის პ. მერიმეს, თ. დრაიზერისა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები.

ი. წულუკიძე