არაქელოვი ქრისტეფორე არამის ძე [6 (19). XI. 1915, სოფ. ჩარდახლო, შამქორის რ-ნი, აზერბაიჯანი, – 1995], მუსიკათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1970). საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979).
1949 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. თეორ.-საკომპოზიციო ფაკ-ტი (შ. ასლანიშვილის ხელმძღვანელობით), 1953 - ასპირანტურა. 1937-იდან ეწევოდა პედ. მოღვაწეობას ფოთისა (1937 – 39) და თბილ. (1940 – 66) სამუსიკო სასწავლებლებში. 1950-იდან თბილ. კონსერვატორიაში (დოცენტი, 1971; პროფესორი, 1992) კითხულობდა მუს. ნაწარმოებების ანალიზისა და ქართ. ჰარმონიის სპეც. კურსს. ა. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრიტ. წერილის ავტორი, სწავლობდა რუს.-ქართ. მუსიკალური ურთიერთობის საკითხებს, ეწევოდა სარედაქციო მუშაობას. ა. იყო II მსოფლიო ომის (1939 – 45) მონაწილე.
მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.