არაქისი (Arachis), მიწის თხილი, ერთ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა.
ცნობილია ა-ის 15-მდე სახეობა. კულტ. სახეობებიდან გავრცელებულია A. hypogaea. მისი ერთ-ერთი ქვესახეობაა ჩვეულებრივი ა., რ-ის სიმაღლეა 25 – 70 სმ. ერთწლოვანი მცენარეა, სწორმდგომი ან გართხმული ბუჩქი. მცენარის ნასკვისგან ვითარდება ჰინოფორი, რ-იც ნიადაგში ჩადის და ნაყოფს იკეთებს. აქვს ერთბუდიანი პარკი 1 – 7 თესლითურთ. თესლი შეიცავს 42%-მდე მაღალხარისხოვან ზეთს, 22% ცილას, 13%-მდე ნახშირწყლებს. ა. გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ა-ის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში, თესლს – საკონდიტრო წარმოებაში, ვეგეტატიურ ნაწილებს – ცხოველთა საკვებად. საქართველოში ა-ის დარაიონებული ჯიშებია ადგილ. ქართული, პერზუვანი 46/2, ზაქათალა 294/1, კრასნოდარული და სხვ.