არახამია-გრანტი ქეთევან რევაზის ასული

არახამია-გრანტი ქეთევან რევაზის ასული (დ. 19. VII. 1968, ოჩამჩირე), მოჭადრაკე.

1989 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. 1984 მიენიჭა სსრკ სპორტის ოსტატის წოდება. საერთაშ. ოსტატი (1986), საერთაშ. დიდოსტატი (1987). საქართვ. ჩემპიონი (1983 – 84), მსოფლიო ჩემპიონი 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (1985). სსრკ ჩემპიონატში დაიკავა 1983 – II, 1986 – II, 1987 – III ადგილი, ხოლო 1990 გახდა სსრკ ჩემპიონი. 1987-იდან მონაწილეობს ქალთა მსოფლიო პირველობის გათამაშებაში. საზონათაშორისო ტურნირებში დაიკავა: II ადგილი, 1987, ტუზლა (იუგოსლავია), I ადგილი, 1993, ჯაკარტა (ინდონეზია); ითამაშა პრეტენდენტთა ტურნირში (წყალტუბო, 1988). ორჯერ (1985, 1987) გაიმარჯვა საქართვ. ქალთა საერთაშ. ტურნირში, I ადგილი დაიკავა ჰავრის (1989), II ადგილი – ვარშავისა (1985) და ჰავანის (1988) ქალთა საერთაშ. ტურნირებში. ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადების (1996) გამარჯვებული. 1996-იდან ცხოვრობს შოტლანდიაში. შოტლანდიის ჩემპიონი მამაკაცებში (2003). დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი (2003); ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1997) და ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 2005).

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი.

თ. გიორგაძე