არტემ არარატელი (დ. 1774), სომეხი მემუარისტი. მისი სახელით ცნობილია 1813 პეტერბურგში დაბეჭდილი მემუარული წიგნი „არტემ არარატელის ცხოვრება...“ (ნაწ. 1–2, რუს. ენაზე). აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს (1795) ა. ა. საქართველოში იმყოფებოდა. აღწერილი აქვს XVIII ს. II ნახ. საქართვ. და მომიჯნავე ქვეყნების ცხოვრება. ა. ა-ის წიგნი ტენდენციური ხასიათისაა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ა. ა. აღა-მაჰმად-ხანის, უფრო გვიან კი ცარიზმის აგენტი იყო. მიუხედავად ამისა, ნაშრომს, როგორც წყაროს, XVIII ს. II ნახ. საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ისტორიისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს.
ლიტ.: ცინცაძე ი., აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე 1795 წ., თბ., 1969; Марр Н. Я., Подлог Артемия Араратского раскрыл А. Е. С., Баку, 1894; «Записки Вост. Отделения Рус. археол. об-ва», 1896, т. 9, в. 1 – 4; Жизнь Артемия Араратского, изд. К. Н. Григорьяна при участии Р. Р. Орбели, М., 1981.
დ. მეგრელაძე