დამია

დამია, სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია-გიაურარხის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ლოქის ქედის ჩრდ. ბორცვიან მთისწინეთში. ზ. დ. 620 მ, მარნეულიდან 25 კმ, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 7 კმ. 334 მცხ. (2002).

სოფლის ტერიტ. წინა ფეოდ. ხანიდანაა დასახლებული (გორანამოსახლარი, კერამ. ნაწარმი). შემორჩენილია გვიანდ. ფეოდ. ხანის ეკლესია, რ-ის კედლების წყობაში ჩანს ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანის არქიტ. დეტალები.

დ-ის ახლანდ. სომხ. მოსახლეობის წინაპრები აქ XIX ს. I ნახევარში დასახლდნენ.

დ. ბერძენიშვილი