ალადასტური

ალადასტური

ალადასტური, ქართული ვაზის ჯიში. მისი ყლორტების 75–77% ნაყოფს იძლევა. ნაყოფი ფერად წითელია, არის საღვინე და სუფრისა. მტევნის საშ. მასაა 200 გ. მწიფდება ოქტ. შუა რიცხვებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა –ჰა-ზე 70–100 ც. გავრცელებულია ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის რ-ნებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რ-საც საუკეთესო სხეული და სასიამოვნო სურნელი აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო „ალადასტური“.

რ. რამიშვილი