აგუმაა სოფიო ხინტრუგის ასული (დ. 20. XII. 1938, სოფ. დურიფში, გუდაუთის მუნიციპალიტეტი), აფხაზი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1981).
1960 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წელს მსახიობად ჩაირიცხა სოხუმის ს. ჭანბას სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის აფხ. დასში. ა. დრამ პლანის მსახიობია. მის მიერ შექმნილ სახეებს ახასიათებს სისადავე და გულწრფელობა. როლები: სურიე (შერვაშიძის „სიმღერა დედაზე“), ლიდა პეტრუსოვა და ლიდა მატისოვა (პ. კოჰოუტის „როცა ასეთი სიყვარულია“), ლოლა (რ. ებრალიძის „თანამედროვე ტრაგედია“), ემილია, რეგანა (უ. შექსპირის „ოტელო“, „მეფე ლირი“), ებოლი (ფ. შილერის „დონ კარლოსი“), კომისარი (ვ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“), ელექტრა (სოფოკლეს „ელექტრა“), დედა (ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“), ძაბული („მთვარის მოტაცება“ კ. გამსახურდიას მიხედვით), ალვინგი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“) და სხვ. პარალელურად მოღვაწეობს ესტრადაზე.
შ. ცუცქირიძე