ადამია ნოე პეტრეს ძე (21. XII. 1917, სოფ. მათხოჯი, ხონის მუნიციპალიტეტი,–VII. 1942, სევასტოპოლი), საბჭოთა კავშირის გმირი (24. VII. 1942), სნაიპერი.
1938 გაიწვიეს წითელ არმიაში და ჩარიცხეს შავი ზღვის სამხრ.-საზღვ. ფლოტში. 1940 სწავლობდა ოდესის სამხ.-საზღვ. სასწავლებელში, რ-ის დამთავრების შემდეგ ზემდეგად მსახურობდა სამხ.-საზღვ. სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ზემდეგად სამხ.-საზღვ. ფლოტის ნაწილში ქ. სევასტოპოლში. 1941-42 განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა სევასტოპოლის ბრძოლებში. 1942 წლის 16-22 ივნისს მეავტომატეთა მცირე ჯგუფით მოიგერია ათზე მეტი იერიში, გაანადგურა მტრის 200 ჯარისკაცი და მოსპო 2 ტანკი.