ადვაძე ვახტანგ ნიკოლოზის ძე

ადვაძე ვახტანგ ნიკოლოზის ძე (21. XII. 1919, ახალციხე, – 9. X. 2000, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1950, ა. ქუთათელაძის კლასი). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა დონის როსტოვის სამხატვრო სასწავლებელში (1950–60). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1951-იდან. ძირითადი ნაწარმოებები: „დონის მეთევზეები“ (1956, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, დონის როსტოვი), „პუშკინი კავკასიაში“ (1957, ა. პუშკინის სახლ-მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი), „ჩემი ქალაქი“ (1973, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), სერიები „ძველი თბილისი“, „მესხეთი“ (ორივე 1968–80) და სხვ.