დამნაზე, ლაზთა (ეგრისის) მეფე (Vს. II ნახ.–523), გუბაზ I-ის შვილი და წათე I-ის მამა.
ბიზანტიის საპირისპიროდ, ირანს ემხრობოდა. დ-ს გარდაცვალების შემდეგ მისმა ძემ, წათემ, უარყო მაზდეანობა, ქრისტიანობას ეზიარა და იუსტინე კეისრისაგან ხელდასმული დაჯდა ეგრისის სამეფო ტახტზე.
წყარო: იოანე მალალა, ქრონოგრაფია, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, ტფ., 1936.
დ. ლეთოდიანი