არბაბი

არბაბი (არაბ. მრ. რ. – „ბატონები“; სპარს. ენაში დამკვიდრდა მხ. რ-ში – „ბატონი“, „მიწათმფლობელი“), უპირობო ფეოდალური მიწის საკუთრება შუა საუკ. ირანში. ახალ დროში ა. კერძო მესაკუთრულ მიწად იქცა.

საქართველოში ა. ხარაჯასაც ნიშნავდა. ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს შეაწერა დიდი გადასახადი -– 200 ათ. თუმანი, რ-ის გადახდა შეუძლებელი იყო. ამიტომ მეფეები თეიმურაზ II და ერეკლე II განუდგნენ შაჰს, რ-იც ბოლოს იძულებული გახდა მეფეებზე შეწერილი ეს გადასახადი გაეუქმებინა. ქართლ-კახეთზე შეწერილ გადასახადს და მით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას თანამედროვენი „დიდ არბაბობას“ უწოდებდნენ.

ვ. ჩოჩიევი