არბოშიკი

არბოშიკი, სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), გომბორის ქედის სამხრ.-აღმ. დაბოლოებაზე, მდ. უზუნდარისხევის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) სათავესთან. სათავო სოფელი. ზ. დ. 600 მ, დედოფლისწყაროდან 17 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014).

სოფელშია შინმოუსვლელთა მემორიალური მუზეუმი. სოფელში შემონახულია შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლები: ბოსტაანთ ციხე, მიშმიშის ხეობის გზაზე ეკლესიები: „დამბადებელი“, „დიდი კვირიკე“, „მცირე კვირიკე“, ხომხელის ხეობის თავზე – ეკლესია „ხომხელის წმ. გიორგი“.